მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაგრძელდება თუ არა ანაკლიის პროექტი - კონსორციუმს ვადა 10 დღეში ეწურება

გაგრძელდება თუ არა ანაკლიის პროექტი – კონსორციუმს ვადა 10 დღეში ეწურება

Published on

10 დღეში, ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოს ხელისუფლება მათთან ხელშეკრულებას შეწყვეტს, საერთაშორისო არბიტრაჟში დავა კონსორციუმისთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება. მანამდე, 16 დეკემბერს კონსორციუმმა  საფინანსო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო 31 დეკემბერი უკვე ბოლო ვადაა იმისათვის, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.

საქმის ჟენევამდე მისვლა, ხელისუფლების თქმით, პროცესებს კიდევ უფრო შეანელებს. მაშინ, როდესაც შავ ზღვაში არსებული მზარდი კონკურენცია ტემპების დაჩქარებას მოითხოვს. ინფრასტრუქტურის მინისტრი მოუწოდებს კონსორციუმს აღიაროს, რომ პროექტის განხორციელებას თავი ვერ გაართვა და მართვის სადავეები ხელისუფლებას გადააბაროს.

შესაძლებელი იქნება თუ არა გადავადება და ვინ გააგრძელებს პროექტს? ამ კითხვებზე პასუხების კონტურები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება, გადაწყვეტილებები კი წლის ბოლო დღეს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესასოციაციის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ პორტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აშენდეს, სახელმწიფოს, კონსორციუმისა თუ სხვა ორგანიზაციის ჩართულობით. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი რუსულ ინტერესებზე საუბრობს.

ხელისუფლებაში ლოგიკას ვერ ხედავენ, თუ რატომაა სადავო საკითხი ხელშეკრულების გაწყვეტა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი შედგეს.

პარალელურად, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უპირობობაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორები. 

ანაკლიის კონსორციუმი ამ ეტაპზე ინვესტორების მოძიებას განაგრძობს, რაც მათი თქმით, საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, რთული პროცესია. ახალი პარტნიორების ვინაობა და რაოდენობა ჯერ არ სახელდება. თუ როგორ გაგრძელდება პროექტი, უახლოეს 10 დღეში გახდება ცნობილი, კონსორციუმი პრესკონფერენციისთვის ემზადება. 

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...