მთავარისიახლეებიპოლიტიკადავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება მთელ საქართველოს - გიორგი...

დავიწყებთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება მთელ საქართველოს – გიორგი ვაშაძე

Published on

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო არ იმსახურებს ასეთ უბედურ ყოფას და ეს ვითარება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბეთ ყველა და ვაჩვენეთ, რომ ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია გრძელდება საქართველოში და მოედება მთელ საქართველოს. შემდეგი იქნება ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, თბილისი – ყველა ქალაქი.

ისინი ძალადობენ, ჩვენ მშვიდობით და სიკეთით ვპასუხობთ მათ ძალადობას. მათ პოლიციის კორდონები მიაცილებენ, რომ დაესხან თავს ახალგაზრდებს, ჩვენ კი პოლიციას მოვუწოდებთ, რომ კანონი და კონსტიტუცია დაიცვან. ისინი ძალადობენ და სკამებს არიან ჩაბღაუჭებული. ჩვენ, ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს, ჩვენი სამშობლოს მომავალი გვაერთიანებს და ის, რომ გვინდა მივაღწიოთ წარმატებას ამ ქვეყანაში და არა გადასახლებულებმა სადმე სხვაგან. მთელი მსოფლიო ნახავს, ერი და ბერი დადგება ფეხზე და ყველა ნახავს, რომ ამ მატყუარა, თაღლით ადამიანთა პატარა ჯგუფს გავისტუმრებთ ისტორიულ სანაგვეზე. ძალიან ცოტა დარჩა იმ გამარჯვების მოსაპოვებლად, რომელიც ყველა ქართველს უნდა“, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...