მთავარისიახლეებიპოლიტიკა14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნება" აქციის გამართავს

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

Published on

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას,”- განაცხადა ჩაკვეტაძემ.

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...