მთავარისიახლეებისაზოგადოებაზამთრისა და გათბობის სეზონის დადგომასთან ერთად გაზით მოწამვლის საშიშროება მატულობს. როგორ...

ზამთრისა და გათბობის სეზონის დადგომასთან ერთად გაზით მოწამვლის საშიშროება მატულობს. როგორ ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხე?

Published on

ზამთრისა და გათბობის სეზონის დადგომასთან ერთად გაზით მოწამვლის საშიშროება მატულობს. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხე? – ამ საკითხზე ექიმი-ტოქსიკოლოგი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური სამსახურის უფროსი სოსო კუტუბიძე გვესაუბრება:

– სამწუხაროდ, მავნე აირი, ნახშირჟანგი უსუნო და უფეროა, ადამიანი აშკარა საფრთხეს ვერ გრძნობს და ამიტომაც ხდება ამდენი ტრაგედია.მნიშვნელოვანია გამათბობელი სისტემის გამართულად მუშაობა, მაგრამ არანაკლებ ყურადსაღებია სხვა ფაქტორები – ეს გაზი ადამიანის ორგანიზმში შეღწევისას უკავშირდებაჰემოგლობინს და წარმოქმნის კარბოქსილჰემოგლობინს, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ჟანგბადისა და ჰემოგლობინის ნაერთი და მისი ორგანიზმიდან გამოდევნა ძალზე ძნელია, რამდენიმე დღე სჭირდება. ის თანდათან გროვდება და ორგანიზმში ჟანგბადი ვეღარ აღწევს, ჟანგბადს ვეღარ ითვისებს.

– როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ იწამლება, რა სიმპტომები ახასიათებს ამ პროცესს?

იმის გამო, რომ აირს სუნი არა აქვს, ადამიანი ვერ ხვდება დისკომფორტის მიზეზს და ჰგონია, რომ წნევა აქვს, ან ვირუსი შეხვდა, ნელ-ნელა ძილბურანში იძირება. თუ ცო-ს კონცენტრაცია მაღალია, ადამიანი მალე კვდება, თუ დაბალია, რამდენიმე საათის შემდეგ.

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის: თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუხვევას, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას, გულისრევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები, ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და კომური მდგომარეობა, კლონურ-ტონური კრუნჩხვები. ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია; ირღვევა სუნთქვა; მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

პირველი დახმარების გაწევისას აუცილებელია დაზარალებული სასწრაფოდ გამოვიყვანოთ სახიფათო ზონიდან, უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება (გავაღოთ სარკმელი, ფანჯარა, კარი); ვასუნთქოთ ჟანგბადი; თუ გონზეა, დავალევინოთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი. გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები. თუ ავადმყოფი გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია. 

გაზეთი “ყველა სიახლე”

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...