მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში დაიღუპა 84, დაშავდა 270 ადამიანი

საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში დაიღუპა 84, დაშავდა 270 ადამიანი

Published on

საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამუშაოს შესრულებისას 270 ადამიანი დაშავდა.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაოს შესრულებისას 59 პირი გარდაიცვალა და 199 დაშავდა.

2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა.

შეგახსენებთ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი ძალაში სექტემბრიდან შევიდა. სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...