მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ,,არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ...

რომან გოცირიძე: ,,არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები”

Published on

ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებს არაფერს ეკითხება და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რეალურად ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს – ეს შეფასება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძე ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ახალ ინიციატივის შეფასებისას გააკეთა.


“დიმიტრი ხუნდაძის ამ აცეტებას და საკუთარი თავის წარმოჩენას, თითქოს რაღაცას წყვეტდეს არის ძალიან კომიკური. არც მაჟორიტარებს, არც ხუნდაძეს, არც დაჩის და არც ბაჩის არავინ არავინ არაფერს ეკითხება. ყველანი არიან ივანიშვილის პაიკები. არამგონია რომ დაპირისპირება იყოს რაღაც ხელოვნურად დადგმული. უბრალოდ არ იციან რა უნდა ივანიშვილს. როგორც კი გაიგებენ რომ ივანიშვილის სურვილს ახმოვანებს რომელიმე მაჟორიტარი, დაპირისპირების ნაცვლად წავლენ რესტორანში, ჩაეხუტებიან ერთმანეთს,” – განაცხადა რომან გოცირძემ

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა.
საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.

ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...