მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ მივიდნენ ჩაფხუტებით ,,გაბედეს'' წევრები სოფიო კილაძის ბიუროსთან?

რატომ მივიდნენ ჩაფხუტებით ,,გაბედეს” წევრები სოფიო კილაძის ბიუროსთან?

Published on

მოძრაობა “გაბედეს” წევრები ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის სოფიო კილაძის ბიუროსთან აქციას მართავენ.

მათ ცოტა ხნის წინ ბიუროს ოფისში შესვლა და კილაძესთან გასაუბრება მოითხოვეს. თავიდან აქციის მონაწილეებს პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა შემდეგ შენობაში შეუშვა.

მათი თქმით, კილაძესთან რამდენიმე შეკითხვა აქვთ, მათ შორის, რატომ არ იღებს ხმას, როდესაც სხვადასხვა რეგიონებში აქტივისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე, „რატომ არ უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას?“.

აქტივისტების თქმით, მათ თან აქვთ სიმბოლურად “41 ვერცხლი” და თუ კილაძე არ შეხვდება, ბიუროსთან დაუტოვებენ. ჯერჯერობით, მათ ბიუროდან არავინ გამოხმაურებია.

ბიუროსთან აქტივისტები ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი განმარტებით, “ქართული ოცნება” ყველგან კონტრაქციას ახვედრებს და ეს ჩაფხუტები თავდაცვის მიზნით აქვთ.

ბიუროსთან ახლა სიმშვიდეა და 20-მდე სამართალდამცავია მობილიზებული

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...