„ქართული ოცნება“ კიდევ უფრო პრორუსული ძალაა, ვიდრე ნინო ბურჯანაძე” – ოპოზიციის ლიდერები მოკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს აფასებენ

0
440

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში წასვლაში არაფერი ახალი არ არის, ის გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის პარტიის ლიდერია, „ჩემთვის „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო პრორუსული ძალაა, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და გაცილებით დიდი საფრთხის მქონე, რადგან შეფარული პრორუსული ძალაა, რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილი პუტინივით იგივე გაცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის ინსტიტუციები „აირაი“ და „ენდიაი“ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია აგრძელებს ერთიან ფორმატში მუშაობას მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით ითხოვეს სამართლიან არჩევნებს.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტი ვერ იქცევა ოპოზიციის საკონსულტაციო ჯგუფიდან მისი გასვლის მიზეზად.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, ყველამ იცის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში დადის.

„ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ ბურჯანაძე დადის მოსკოვში? ყველამ იცის. ეს პროპაგანდა, რომ ახლა გაიგეს ბურჯანაძე მოსკოვში დადის არის სამარცხვინო და ბრიყვული“, – ამბობს გიგა ბოკერია. 

„ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით და ეს მორიგება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს“, – თქვა ნიკა მელიამ On.ge-სთან საუბრისას

ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში გასაღიზიანებელი არაფერია.

შალვა ნთელაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ერთი მოთხოვნით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში.

„ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტია, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ. არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ, არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს უმაღლეს ხელმძღვანელობას რუსეთისას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ის მოხვდებოდეს რკინის გალიაში. მე ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაციო ფორმატი როცა იქმნებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან – ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ,,ქათულმა ოცნებამ ეს ფაქტი აიტაცა როგორც ერთიანი ოპოზიციის მოსალოდნელი დაშლის ფაქტორი

წინა სტატიალარის გაუფასურება გრძელდება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ”მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები. თითქოს ვიღაცამ გამოგართვა ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდი, თითქოს ვიღაცამ გითხრა, რომ შენი გაუყოფელი ნაწილია და ამიერიდან შენთან ერთად გაიზიარებს ტკივილებს და სიხარულს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური