მთავარისიახლეებისაზოგადოებანუგზარ წიკლაური: ”მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები. თითქოს ვიღაცამ გამოგართვა ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდი,...

ნუგზარ წიკლაური: ”მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები. თითქოს ვიღაცამ გამოგართვა ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდი, თითქოს ვიღაცამ გითხრა, რომ შენი გაუყოფელი ნაწილია და ამიერიდან შენთან ერთად გაიზიარებს ტკივილებს და სიხარულს”

Published on

”მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები” – თქვა ცოტა ხნის წინ ზვიად რატიანმა თბილისის აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებზე.

ალბათ ასე უთქვამს სხვადასხვა დროს უამრავ მშობელს – სიხარულით, იმედით, სიყვარულით. ალბათ ასე უყურებდნენ ჩვენი მშობლები ჩვენს გაზრდასაც, ვეიმედებოდით და ჩვენთვის უნდოდათ ის, რასაც თავად ვერ მაღწიეს.- წერს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური თავის პირად ფეისბუქგვერდზე.

,,არის ამ ნათქვამში სიამაყეც და ამოსუნთქვაც, შვება, ნუგეში და გულის გამაგრება შვილების გამოჩენის გამო. არის დედების სითბო და მამების წელში გამართვა. თითქოს ვიღაცამ გამოგართვა ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდი, თითქოს ვიღაცამ გითხრა, რომ შენი გაუყოფელი ნაწილია და ამიერიდან შენთან ერთად გაიზიარებს ტკივილებს და სიხარულს. თითქოს გაიგეს, რა დღეში ვიყავით, თითქოს დაიფიცეს ჩვენი ტკივილები 

თბილისის ქუჩებში არიან ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის – რაღა არის სხვა ბედნიერება, თუ არა ეს?

მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები…
ამიერიდან სულ ცოცხლები ვიქნებით ” – წერს ნუგზარ წიკლაური

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...