მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ნუ ემსახურები ბიძინას'', “ნუ ასრულებთ უკანონო დავალებას”- აქცია- პერფორმანსი შინაგან...

“ნუ ემსახურები ბიძინას”, “ნუ ასრულებთ უკანონო დავალებას”- აქცია- პერფორმანსი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

Published on

სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია- პერფორმანსს მართავენ.

მათ უჭირავთ ბანერები წარწერებით „დაიცავი კანონი”, “ნუ ემსახურები ბიძინას”, “დაგვიცავი – ნუ გაიწევი”, “ნუ ასრულებთ უკანონო დავალებას” და გამოტანილი აქვთ ზოლიანი ჯოხები , რაც მათი განმარტებით „გაისთან“ ასოცირდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სამართალდამცავებმა პირველ რიგში დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და არ დაემსგავსონ „ადრე ქვეყანაში მოქმედ „გაიშნიკებს“.

„მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ჩვენი გულისტკივილი, საფუძვლიანი საყვედური, თხოვნა და მოთხოვნა გვინდა გავაჟღეროთ. ბოლო დღეების გამავლობაში, ალბათ, პირველად მთელი ამ დროის განმვლობაში, საპატრულო პოლიცია გადგა გვედზე და აღარ ემსახურება თავის პირველად ფუნქციას, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში ზედმიწევნით, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციამ არც ერთხელ არ მოახდონა რეაგირება. არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის. ძალიან მარტივად გაუკეთეს აგრესიულ ძალებს კორიდორი და მოუშვეს, რომ ვეცემეთ. ჩვენი თხოვნა იქნება, მოვიდნენ გონს და ადამიანები, რომლებიც სიმშვიდესთან და უსაფრთხოებასთან უნდა ასოცირდებოდნენ, არ გახდნენ ამ ძველისძველ „გაისთან“ ასოცირებული,“ – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...