მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა და, შესაბამისად,...

ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა და, შესაბამისად, სუს-მა მისი გამოხატვის თავისუფლება პოტენციური სამართლებრივი შევიწროვების ობიექტად გადააქცია- სალომე სამადაშვილი

Published on

,,მე მგონი, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა და, შესაბამისად, ის, რაც სრულიად შეესაბამება მისი გამოხატვის თავისუფლებას, სუს-მა პოტენციური სამართლებრივი შევიწროვების მიზეზად გადააქცია” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნიკა გვარამიას დაბარებას სუს-ში ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით

,,ეს არის იმ ქვეყნის სუს-ი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმ საქმით, რომელიც მას ევალება, ის ივანიშვილის ხელში პირდაპირ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტადაა ქცეული – ამბობს სალომე სამადაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტის გამო, სადაც ის “უზურპატორი ხელისუფლების დამხობაზე” საუბრობდა, გამოკითხვაზე დაიბარა.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...