მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების მიზანია 2020 წელს არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიაროს - პრემიერის პრესსპიკერი

ხელისუფლების მიზანია 2020 წელს არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიაროს – პრემიერის პრესსპიკერი

Published on

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

“ჩვენს ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ რომელიმე ეს უფლება ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას, ეს არის ძალიან ცუდი,” – განახადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით კი რადიკალიზაცია დესტრუქცია ქვეყანას აზარალებს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს არსებული ვითარების გავლენა.

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...