მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილს ჰგონია, რომ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ,...

,,ივანიშვილს ჰგონია, რომ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ, რაცა აქვთ, თორემ ამასაც წაართმევს და გადავა წმინდა მაჟორიტარულზე, ამ ფეოდალურ სისტემაზე” – რომან გოცირიძე

Published on

ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ, 4 დეკემბერს, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება.

ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და მას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. “გაქცევა ჩემი საქმე არაა. მე ვიქნები რა თქმა უნდა გუნდში. შევეცდები, რომ ეს ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი, თუმცა არ მაქვს ამ შემთხვევაში უმრავლესობის იმედი, თუმცა მაქვს ხალხის იმედი”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, მოსახლეობას უნდა შევეკითხოთ, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდათ რომ ქვეყანამ იცხოვროს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, ისინი აპირებენ რეგიონებში გასვლას და სწორედ ამ მიზნით ხალხის გამოკითხვას – “ისინი გადაწყვეტენ და არა მხოლოდ დეპუტატები”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

,,დიმიტრი ხუნდაძე რაღაცას ფაფხურობს. თვითონაც არ იცის, ჯერ რა უნდა. ჰგონია, რომ ივანიშვილს ასიამოვნებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ ოპოზიციას აშინებს და ეუბნება, რომ შეირგონ, რაცა აქვთ, 30 წლის განმავლობაში მოქმედი შერეული სისტემა, თორემ ამასაც წაართმევს და გადავა წმინდა მაჟორიტარულზე, ამ ფეოდალურ სისტემაზე. ამით ჰგონიათ, რომ ამ საპროტესტო მუხტს ჩააგდებენ და ვიღაცას დააშინებენ. ვერ ხვდებიან, რომ პირიქით, უფრო აღიზიანებენ ხალხს. ეს არის თავხედობა, მეტი არაფერი, რასაც აკეთებენ ამ ინიციატივის დარეგისტრირების სახით. – ასე აფასებს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას რომან გოცირიძე

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...