მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს - ივანიშვილი...

გიორგი ვაშაძე: ,,ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს – ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”

Published on

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ბიძინა ივანიშვილიც ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ უპრეცენდენტო თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან საზოგადოებამ მიიღო, არც ქართველი ხალხი და არც მსოფლიო საზოგადოება მას არ აპატიებს.

„  ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ. ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს, რა როგორ წარიმართება? – ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს, როგორც სურს ისე.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს. დაბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პლატფორმა „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...