მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი?'' - ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში...

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი?” – ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება მის „ფეისბუქ სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს გვარამიმ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ მიმდინარეობს და რომ ქვეყანაში “უზურპატორისა” [ბიძინა ივანიშვილი] და მის მიერ “დაქირავებული ხუნვეიბინების” [პოლიცია] და “მანქურთების” [ქართული ოცნების მხარდამჭერები] თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. 

“ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ,”- წერდა გვარამია პოსტში. 

ამ პოსტით ნიკა გვარამია ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო პირები ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...