მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი?'' - ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში...

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი?” – ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება მის „ფეისბუქ სტატუსს“.

„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს გვარამიმ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ მიმდინარეობს და რომ ქვეყანაში “უზურპატორისა” [ბიძინა ივანიშვილი] და მის მიერ “დაქირავებული ხუნვეიბინების” [პოლიცია] და “მანქურთების” [ქართული ოცნების მხარდამჭერები] თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. 

“ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ,”- წერდა გვარამია პოსტში. 

ამ პოსტით ნიკა გვარამია ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო პირები ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. 

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....