მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი თხოვნა იქნება დაჩქარებული წესით განიხილონ'' - სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან...

,,ჩვენი თხოვნა იქნება დაჩქარებული წესით განიხილონ” – სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის

Published on

სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის.

როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ეუთო/ ოდირს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები. არსებობს გარკვეული ტექნიკური მხარეები, რომელზეც დღეს ჩვენ ვზრუნავთ. ახლა სიღრმეებში არ ჩავდივარ, მაქსიმალურად დაჩქარებულად ვცდილობთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ოდირს გადავუგზავნოთ.

გარკვეული ტექნიკური პროცედურები არის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა ჩვენ რაზეც გვაქვს ორიენტირებული, დიდი ალბათობით, ორშაბათი იქნება. ორშაბათს ჩვენ უკვე გაგზავნილი გვექნება.

ამაზე კონკრეტული ვადები არ გვაქვს, თუმცა ჩვენი თხოვნა იქნება, ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ იმიტომ, რომ მათ შორის მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირმა მოგვიმზადა თავისი დასკვნა გამონაკლისი წესით”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...