მთავარისიახლეებიმსოფლიოSpiegel-ი: ,,უახლოეს დღეებში შესაძლოა გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულოს - რუსეთთან...

Spiegel-ი: ,,უახლოეს დღეებში შესაძლოა გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულოს – რუსეთთან დაძაბულობა გარდაუვალია”

Published on

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გერმანულენოვანი გამოცემა Der Spiegel ბერლინში მოკლული ქართველის, ზელიხმან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას გამოეხმაურა.

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა გარღვევას მიაღწიეს. Spiegel-ის ცნობით, გამოძიებით პირადად არის დაინტერესებული გერმანიის გენერალური პროკურორი, პეტერ ფრანკი.

არსებული ინფორმაციით, ფრანკი საქმეს პირად კონტროლზე უახლოეს დღეებში გადაიბარებს. Der Spiegel-ის წყაროს ინფორმაციით, ფრანკს მყარი ეჭვი აქვს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. ამგვარად უახლოეს დღეებში შესაძლოა გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულოს.

მოცემულ ფონზე, გამოცემა ვარაუდობს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

Bellingcat-ის და Insider-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავიდანვე ჩართული იყო Der Spiegel-იც. სწორედ, ამ სამი მედიის მეშვეობით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. ცნობილი გახდა მკვლელის გადაადგილების მარშრუტი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....