მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმში, რესტორან "სან რემოში" სისხლიანი ქურდული ანგარიშსწორებისას დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა

სოხუმში, რესტორან “სან რემოში” სისხლიანი ქურდული ანგარიშსწორებისას დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა

Published on

21 წლის დომენიკა აქირთავა, რომელიც სოხუმში, რესტორან “სან რემოში” მიმტანად მუშაობდა და სწორედ იმ მაგიდას ემსახურებოდა, სადაც მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს ცეცხლი გაუხსნეს, სოხუმის საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.


გოგონა ღრმა კომაში იმყოფებოდა. მას ინციდენტის დროს შემთხვევითი ტყვია თავში მოხვდა. როგორც სოხუმში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ოთხმა ნიღბიანმა, ავტომატით შეიარაღებულმა პირმა სროლა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მაგიდას მიმტანი მიუახლოვდა.


შეგახსენებთ, “სან რემოსთან” გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა მოკლეს. აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის უკან შაქრო კალაშოვის კლანი დგას.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...