მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ დატოვა თაკო ჩარკვიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი და რას...

რატომ დატოვა თაკო ჩარკვიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი და რას ამბობს დავით უსუფაშვილი ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე მოსკოვში

Published on

“არ ვიცი – რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, – აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც  მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა,

“მე ვიყავი პირდაპირ ეთერში და იქ შევიტყვე ეს ამბავი. თანაც მომდიოდა მესიჯები და მეკითხებოდნენ, მართალია თუ არაო? ყველა გაოცებული ვართ, რადგან, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განგაშს ვტეხთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ რუსეთის მხრიდან, ასეთ ვითარებაში ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა”, – – განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

“ასეთ ვითარებაში რა დავარქვა ამას, არ ვიცი – პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სურპრიზებს და მაიმუნობას, ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ. შერჩეულ ფორმატს მხოლოდ იმის გამო დავთანხმდი, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპორციული არჩევნები ჰქვია. მაგრამ რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე პუტინის მოწმესთან, ვისთანაც ალბათ ამბები მიაქვს, აქ რა ხდება, ამ მაგიდასთან, ან საპროტესტო აქციებზე ვერ დავჯდები”, –

“არ ვიცი რისთვის წავიდა, ალბათ თანხების მოსაზიდად და თავის რეაბილიტაციისთვის. მე ვტოვებ ფორმატს, მაგრამ ვრჩები “გაერთიანებულ ოპოზიციაში“, ვრჩები ბრძოლაში, პიკეტირებაში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ – დასძინა თაკო ჩარკვიანმა.

სხვაგვარად აფასებს ნინო ბურჯანაძის ვიზიტს დავით უსუფაშვილი: არ ვამბობ, რომ მოსკოვში ვიზიტებში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას ვხედავდი და ახლაც ვხდავ, მაგრამ სამართლიანი არჩევნების მიღწევის საკითში ჩვენი ერთობისთვის ამას პრობლემად არ ვთვლი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დავით უსუაფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ერთიანია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საკითხში და სხვა საკითხებში განსხვავებულობამ, მათ საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ქალბატონმა ნინომ, ჩემი მოსაზრება იცის იმის თაობაზე, რომ მე ამ ვიზიტებს შედეგიანად და საჭიროდ არ ვთვლი. არც ადრე ვთვლიდი და არც ახლა ვთვლი. როდესაც ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ წასვლას აპირებდა, ჩემი აზრი მოვახსენე, მაგრამ როგორც ადრე, არავის და ვერავის დავიჭერდი, საკუთარი პასუხისმგებლობით ნაბიჯების გადადგმას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი და არც ახლა ვთვლი, რომ სწორია ჩვენ ერთმანეთს რაიმე შეზღუდვები დავუწესოთ. მთავარია, რომ პროპორციული, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ერთიანი ვართ. ამაში, რომ ერთიანი გავხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი გავხდით – ბრიუსელსა თუ მოსკოვშია სწორი სიარული. ყველა პოლიტიკური ძალა და პარტია, პარალელურ რეჟიმში თავისი შეხედულებისამებრ აგრძელებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, აქცენტს აკეთებს იმ თემებზე, რომელზეც ადრე აკეთებდა, დადის იმ ქვეყნებში, რომელშიც დადიოდა. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ამ ფაქტისგან რაიმე ტიპის დაბრკოლება უნდა შევქმნათ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ჩვენი ერთობის გზაზე.

ვაკონკრეტებ, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა-მიღწევის გზაზე, მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ, რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე. ჩვენ ერთნი ვართ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში და სხვა საკითხებში ჩვენმა განსხვავებულობამ ამ ჩვენს საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს. მე არ ვთვლი, რომ ნინო ბუჯანაძის  მოსკოვში გაფრენა ან მანამდე შალვა ნათელაშვილის ვაშინგტონში გაფრენა ან ვიღაცის არსად გაფრენა და ზუგდიდში ჩასვლა, რაიმე პრობლემას ქმნის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...