მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის ჩიტები და დედა გალინას ცოცხები - რისი თქმა სურდა პატრიარქს დღევანდელ...

პატრიარქის ჩიტები და დედა გალინას ცოცხები – რისი თქმა სურდა პატრიარქს დღევანდელ წირვაზე?

Published on

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე მიულოცა და სამების ტაძარში წირვა აღავლინა. 

“დღეს არის ბედნიერი დღე, ტაძრად მიყვანება ღვღისმშობლის. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენ გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანისათვის, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. მასზე ბევრია დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს. უნდა შედგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა. ხშირად ისმის ადმიანებისგან, დედამიწაზე ბედნიერი ვიყოო და იქ რა იქნება, არ მაინტერესებსო. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან.

ილია II-მ ქადაგების დროს ერთი შემთხვევა გაიხსენა, რომელიც მატყოფის დედათა მონასტერში მოხდა, სადაც ის ისვენებდა. 

“მოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. შემდეგ დაიწყეს ბუდის კეთება, ჩქარობდნენ ბუდის გაკეთებას. სადაც დაიწყეს ბუდის კეთება, ის შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე ჯაჭვები და იმ თაღს აქვს მრგვალი რკინის საკიდი. იმ თაღში შევიდნენ, იქ აკეთებდნენ ბუდეს. ვუთხარი, მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია-მეთქი და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ახლა მე ფიცარს ავიღებ, კუთხეში სადმე გაგიკეთებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე. სულ გაიგეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაიგეს. ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა გააკეთეთ-მეთქი და ესეც გაიგეს. დაიწყეს კეთება, დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს ფიცარზე კეთება,”- იხსენებს პატრიარქი. 

ილია II-ის თქმით, ამის შემდეგ მთაზე წმინდა გიორგის სალოცავზე ავიდნენ, რომელიც სახლიდან ერთ კილომეტრში იყო. დაღამებისას კი უკან დაბრუნდნენ და გზად მათთან ორი მერცხალი მიფრინდა. 

“ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, რომ ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი, ჩამოვედით სახლში და დედა გალინას ვკითხე, ხომ არ გინახავს-მეთქი მერცხლები, ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო. რატომ გაყარე-მეთქი, ვინ დაგავალა-მეთქი, მე დარდი გამყვა, სად იქნებიან-მეთქი.

მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და დამემშვიდობნენ. ძალიან იმოქმედა ამან, აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ. ეს მეტყველებს, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის,”- ყვება ილია II. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...