მთავარისიახლეებისაზოგადოებაორუელმა, ივანიშვილის თქმით, საუკუნეებს გაუძლო, მას ეცოდინება ისიც, რამდენს გაუძლებს წიგნი...

ორუელმა, ივანიშვილის თქმით, საუკუნეებს გაუძლო, მას ეცოდინება ისიც, რამდენს გაუძლებს წიგნი გორის მაჟორტარის იოსებ (სოსო) მაკრახიძის შესახებ

Published on

ორუელმა, ივანიშვილის თქმით, საუკუნეებს გაუძლო, მას ეცოდინება ისიც, რამდენს გაუძლებს წიგნი გორის მაჟორტარის იოსებ (სოსო) მაკრახიძის შესახებ

,,ტკბილად მოსაგონარი” – ასე ქვია წიგნს, რომელიც მწერალმა ცირა მგალობლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. მონოგრაფია 1963 წელს, გორის მეოთხე სკოლის კურსდამთავრებულებს ეხება.

ამ კლასის წევრი იყო იოსებ (სოსო) მაკრახიძე, რომელიც დღეს გორის მაჟორიტარი დეპუტატია.

წიგნში მოთხრობილია იოსებ მაკრახიძის სასკოლო პერიოდის ცხოვრების შესახებ. ასევე, სტუდენტობის შემდეგ, რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში აშენებული ქარხნის თაობაზე.

დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი გზათა მიმოსვლის ინჟინრის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო მე-3 სამშენებლო ტრესტში, შემდეგ იყო ქარელის #32 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი.

1975-1978 წლებში ქართველებმა (#3 სამშენებლო ტრესტის წარმომადგენლებმა) რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში ააშენეს ხის დამამუშავებელი ქარხანა. სოსო იქ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი იყო.

გაზეთი კომუნისტი 1977 წელს წერდა: ,,ამ ახალგაზრდა ინჟინერმა არ იცის, რა არის დაღლა. ყოველ დღე პირველი მოდის კომბინატში და უკანასკნელი ტოვებს მას…არ გვინახავს ხმა აემაღლებინოს, არ გვინახავს განერვიულებული და აწრიალებული, ყოველთვის დინჯია, გულისხმიერი” – ციტატის დასასრული.

მაკრახიძე საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მან 90-იან წლებში, ყოფილი საბჭოთა წარმოების ბაზაზე, დააფუძნა ასფალტბეტონის წარმოების ქარხანა – ,,იბოლია”; მისმა კომპანიამ წარმატებას ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მიაღწია, როდესაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გორში ახალი გზების დაგება დაიწყო.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...