მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია - კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს

ნინო ლომჯარია – კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონტრაქციები, ასევე, სამართალდამცველების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირება ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთ გზად, პოლიტიკურ კონსენსუსს ხედავს.

„მიმაჩნია, რომ კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცველების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის. ასეთი დამოკიდებულება და მითუმეტეს ამ ბოლო დროს კონტრაქციები, ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროათ, როგორ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ალტერნატიულ საარჩევნო მოდელებზე, რაც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის“ ,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება სამართალდამცველთა მოქმედებას, ლომჯარია ამბობს, რომ არა მხოლოდ ახლა, მთელი წლის განმავლობაში ჩანდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება კონტრდემონსტრანტების მიმართ არაეფექტურია.

„ჩვენ ვხედავთ არა მარტო ამ აქციებზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში რიგ შემთხვევებში პოლიციის ქმედება არ იყო ეფექტური კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე მართავდნენ აქციებს. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს, თუ დავინახავთ შესწავლის შედეგად, რომ იყო პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობა და არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირების ზომებს გამოვიყენებთ”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....