მთავარისიახლეებისაზოგადოებამომხდარი დაპირისპირების ფაქტები პოლიტიკური პროცესების უკიდურესი ესკალაციის საფრთხეს ქმნის - TI

მომხდარი დაპირისპირების ფაქტები პოლიტიკური პროცესების უკიდურესი ესკალაციის საფრთხეს ქმნის – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”- ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პროტესტის გამოხატვის დროს არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან და თავი შეიკავონ აგრესიული კონტრაქციებისგან. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უზრუნველყოს საპროტესტო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა სამართალდამრღვევი.

” ბოლო პერიოდში თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები უპირისპირდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყველა შემთხვევის დროს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი ბოლომდე ვერ ან არ ახერხებდა მდგომარეობის განმუხტვას. მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, რომელთა შორისაც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებიც იყვნენ, დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევა, თუმცა პოლიციას მათზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის არ დაუკავებია ის პირები, რომლებმაც ღიად იძალადეს კონკრეტულ ადამიანებზე.

მომხდარი დაპირისპირების ფაქტები პოლიტიკური პროცესების უკიდურესი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და საჯარო მოხელეების მობილიზების, ასევე, პოლიციის არასაკმარისი პრევენციული ღონისძიებების ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო ძლიერდება.

სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მობილიზება გრძელდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პროტესტის გამოხატვის დროს არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან და თავი შეიკავონ აგრესიული კონტრაქციებისგან. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უზრუნველყოს საპროტესტო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა სამართალდამრღვევი. “- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...