მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: იმ ხალხს მინდა შევახსენო, ვისაც ნაციონალობა "უტყდება"

მიხეილ სააკაშვილი: იმ ხალხს მინდა შევახსენო, ვისაც ნაციონალობა “უტყდება”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების წლისთავს ეხმაურება:

დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო.

ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა.

ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”.

მინდა გავიმეორო: “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...