მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანებაა, რის გამოც მეტროსადგური მგზავრებს დროებით არ ემსახურება. მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ მოძრაობენ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აღნიშნავებ, რომ ადგილზე გასულია ენერგოჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანების მიზეზი უცნობია.
შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 17:00 საათზე შევიდა. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.