მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილს აქციაზე ბოთლი და ცოცხი ესროლეს - ,,ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის...

ზაალ უდუმაშვილს აქციაზე ბოთლი და ცოცხი ესროლეს – ,,ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ” – აცხადებს იგი

Published on

მცხეთის მერიასთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  იგი პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა.

„რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სამართალდამცველების თქმით, პირი, რომელმაც  ზაალ უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.

ამ ინფორაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერებმა სცემეს.

მცხეთის მერიასთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...