შს მინისტრის ცინიკური განცხადება: “აქციაზე ორჯერ წაყლს თუ მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ” და დროით გადამოწმებული ჭეშმარიტება: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

0
362

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აქციებთან დაკავშირებით სამართალდამცავების და ხელისუფლების მიმართა გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

მისი თქმით, პოლიცია ხშირ შემთხვევაში უმოქმედობაშია.

“ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ, თუ გამოვალთ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხმათ, ამაზეც გვლანძღავენ, როგორ შეიძლება სიცივეში წყლის გამოყენება. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს” – აღნიშნა მინისტრმა.

წინა სტატიაზუგდიდი – ლახამულას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიათბილისის 92-ე საჯარო სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური