მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო? არ არის...

,,რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? არ არის სხვა ადგილები? ” – კითხვა, რომელზეც პასუხი თბილისის მერმა ძალიან კარგად იცის

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ, 2 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტების მიერ სამოქალაქო მოძრაობების წევრებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოუნდათ აქტივისტებს “ოცნების” ოფისთან პროტესტის გამოხატვა.

“ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?”-ამბობს კალაძე. 

მერის თქმით, აქტივისტებმა აქცია “ოცნების” ოფისთან დაპირისპირების გამოსაწვევად გამართეს.

“მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას”,-ამბობს კახა კალაძე. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...