მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური გაერთიანება გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაფუძნებით შემუშავებულ კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის

ოპოზიციური გაერთიანება გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაფუძნებით შემუშავებულ კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის

Published on

ოპოზიციური გაერთიანება ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაფუძნებით შემუშავებულ კანონპროექტს სახალხო დამცველს გადაუგზავნის. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამას ომბუდსმენს სთხოვს.

“დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით, რომ მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, პირდაპირ მივმართოთ. გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით, კანონი უნდა იყოს რეგისტრირებული პარლამენტში, იმისთვის, რომ გაიგზავნოს და ეს არის ეუთოს მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნა შევასრულოთ და არ შევქმნათ ამით პრობლემა. ამიტომ, ხვალ, საპარლამენტო ოპოზიციას დაარეგისტრირებს კანონპროექტს.

რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთოს მხრიდან, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ. მზად ვართ, თუ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები იქნება, ესეც გავითვალისწინოთ მაქსიმალურად.

აქვე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, დესტრუქციული ქმედების ნაცვლად გადახვიდეთ კონსტრუქციულ მოქმდებებზე. ქვეყანა დაიღალა ამ ერთი და იგივე განცხადებებით და მაქსიმალურად გთხოვთ, გადახვიდეთ კონსტრუქციულ ვითარებაზე. ჩვენ გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება, გვინდა ისეთი საარჩევნო მოდელი, რომელიც ირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხს” – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...