მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე მოსკოვში - "ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ...

ნიკა მელია ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე მოსკოვში – “ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით და ეს მორიგება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს”

Published on

პარტია დემოკრატიული მოძრაობაერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ პრეზიდენტს შეხვდება თუ არა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ, ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა. მათი თქმით, ვიზიტი თვენახევრის წინ იყო დაგეგმილი და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებულია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, განსხვავებული საგარეო ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებულნი მხოლოდ ერთი საკითხის თაობაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

“ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით და ეს მორიგება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს”, — თქვა ნიკა მელიამ On.ge-სთან საუბრისას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით ჩავიდა. ის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციაც ესწრებოდა. ნინო ბურჯანაძეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთში ყველა ვიზიტზე პატრიარქს წინასწარ აყენებს საქმის კურსში.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....