მცხეთაში ოპოზიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ამ წუთებში სამართალდამცველები დგანან

0
404

მცხეთაში სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ. ამავდროულად ,, ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ და მცხეთის მერიისკენ მსვლელობით მიემართებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები მცხეთაში გუშინდელ შემთხვევას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერებმა სცემეს.

დღევანდე აქცია-მსვლელობას მმართველმა პარტიამ კონტრაქცია დაუპირისპირა და მცხეთის ცენტრში თავისი აგრესიული მხარდამჭერები დაახვედრა. მათი თქმით, ისინი ოპოზიციის ლიდერებს არ მისცემენ საშუალებას აქცია გამართონ მერიასთან. რამდენიმე წუთის წინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა წყალი შეასხეს.


ოპოზიციის ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს უკვე მოუწოდეს, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში კონტრაქციის მონაწილეებთან.

,,პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს? მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვუპასუხებთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვუპასუხებთ. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს. ვისთან გვაქვს საქმე- ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ მართლაც თავზეხელაღებულ ადამიანებს. პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს ? მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ოპოზიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ამ წუთებში სამართალდამცველები დგანან.

ადგილზე იმყოფებიან მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლები.

წინა სტატიააღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გამართა [Video]
შემდეგი სტატია2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯები 28%-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური