მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ჭიჭინაძე - არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან...

დავით ჭიჭინაძე – არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში

Published on

არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში,-განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და შესაბამისად, შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას, ეს გარდაუვალია. არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში.ზოგადად, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ხოლო, ვინც პარტიული ინტერესების გამო აპირისპირებს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, მათ, ვინც ქვეყნის მომავალი ერთად უნდა შექმნან, ამას უკვე ისტორია არ პატიობს არასოდეს!“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...