მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,წლის საუკეთესო მონა!'' - ირაკლი კობახიძეს „ქორთიარდ მარიოტთან'' ისევ სირცხვილის კორიდორი...

,,წლის საუკეთესო მონა!” – ირაკლი კობახიძეს „ქორთიარდ მარიოტთან” ისევ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

Published on

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრს ირაკლი კობახიძეს „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მისვლა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების სირცხვილის კორიდორის გავლით მოუხდა.

,,მონა“, „პროპორციული დაიდოს“ – ამ შეძახილებით შეხვდნენ მას სამოქალაქო აქტივისტები

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძეს აქვე   დაელოდებიან და გამოსვლისას ისევ მოუწყობენ „სირცხვილის კორიდორს“.

“აქ მოვედით იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძეს მოვუწყოთ სირცხვილის კორიდორი, რადგან ის არის ყველაზე დიდი მონა,ბიძინა ივანიშვილის მონა. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის დისკომფორტის შექმნას, რადგან ასე უტიფრად, თავისუფლად არ შეეძლოთ გადაადგილება”, – განუცხადა “სირცხვილიას” აქტივისტმა, თამთა გოგოლაძემ მედიას

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები: „წლის საუკეთესო მონა”, „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს”.

ივანიშვილის კლანჭებში ნებაყოფლობთ მოქცეულ ირაკლი კობახიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...