მთავარისიახლეებიპოლიტიკამცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი ...

მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავეს

Published on

მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდძის ბიუროსთან მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

 

“გაბედე”-ს წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას და მისგან განმარტების მოსმენას ითხოვდნენ, რატომ ჩააგდო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი. აქტივისტები მერიის თანამშრომლებმა და მცხეთის მერმა შენობაში არ შეუშვეს, რამაც მერიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. 

“არ ხართ თქვენ შიგნით შესაშვებები, მერი ვარ მეთქი, არ არის ხუნდაძე აქ, წადით სახლებში… თქვენგან გიცავთ, თქვენივე თავისგან გიცავთ, ხუნდაძესაც დავიცავ, ყველას დავიცავ, უკანონობისგან ყველას დავიცავ” – მიმართა მცხეთის მერმა აქციის მონაწილეებს, თუცა მალევე გამოჩნდ, როგორ იცავს იგი ახალგაზრდებს

„ვთხოვდით დაეტოვებინათ შენობა. ეს ხალხი დასაპირისპირებლად იყო ჩამოსული. დაკავებულები არ ვიცი ვინ არიან. პოლიცია ზუსტად იმისთვის იდგა აქ, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ინციდენტი, მაგრამ საუბედუროდ მოხდა, იმიტომ, რომ პროვოცირება მოხდა მოსული ადამიანებისგან”, – განაცხადა მცხეთის მერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ დაახვედრეს აქციის მონაწილეებს მერიის თანამშრომლები, გიორგი კაპანაძემ ასე უპასუხა, „ყველამ დაინახა, რომ სანამ ესენი მოვიდოდნენ, აქ იყო ტელევიზია მოსული და დააინტერესათ და გამოვიდნენ“.

„მერიაში მუშაობს 200-ზე მეტი კაცი. აქ ყოველდღე ტელევიზია არ მოდის. ნეტა ყოველ დღე იყოს აქ ტელევიზია და ყოველ დღე იღებდეს, რას ვაკეთებ მე აქ. ჩემი სურვილი არაა, ვინმე დააკავონ, მაგრამ არც ის მინდოდა, აქ ინციდენტი მომხდარიყო. ხალხი მუშაობს აქ და იმათ აურზაურის ასატეხად ვერ შემოვუშვებდი“, – განაცხადა მცხეთის მერმა.

“ხუნდაძემ კორდონი დაგვახვედრა ადამიანების. იწვევს დაპირისპირებას ხალხს შორის. ჩვენ გვინდა ხუნდაძესთან შეხვედრა. ეს ადამიანი არის ივანიშვილის მონურ-მორჩილებაში, უამრავი კითხვა დაგვიგროვდა და მოვედით, რომ მივიღოთ პასუხები” –  თქვა ნათელაშვილმა დაკავებამდე. 

პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა დეპუტატ ხუნდაძის მხარდამჭერებსა და მოძრაობა “გაბედეს” წევრებს შორის.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიცია შერჩევითი პრინციპით მოქმედებდა და მხოლოდ “გაბედეს” აქტივისტებს აკავებდა:


“პოლიციამ დააკავა ჩვენი მეგობრები, ისინი კი (ხუნდაძის მხარდამჭერები, -რედ.) ადგილიდან გააცილა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის სცენარი, აქ დაგვახვედრეს “ტიტუშკები” და აი ასე აპირებს ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს შორის შუღლის დათესვას და დაპირისპირების გამოწვევას”, – ამბობს ერთერთი აქტივისტი.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი განმარტებას არ აკეთებენ. 

შენობის შესასვლელში კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მოძრაობა “გაბედეს” წევრებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატო არ უშვებენ ადამიანებს საჯარო დაწესებულებაში, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...