კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას – მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე შს მინიტრის მიერ მისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზეც ისაუბრა

0
43

კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა იმ მუქარის წერილზეც, რომელიც, მისივე თქმით, მას შს ყოფილმა მინისტრმა გაუგზავნა.

“აქ ყველაზე დიდი ტყუილი რასაც 1 წელია ვისმენთ, არის ის, რომ 17 მილიონზე არის საუბარი და არა 80 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან “ნაცმოძრაობის” გამო ბანკი იყო გაჩერებული, განა იმის გამო, რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს, გვითხრეს კაპიტალს თუ სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერებული იქნებითო.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წამყვან ბანკს მივადექით, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი, 20 მილიონი გვაკლდებოდა, 3 მილიონი დოლარი „ბორჯომის“ გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ, 17 მილიონი დაგვრჩა, ჰოლანდიელ პარტნიორებთან წავედით და ვთხოვეთ, უზრუნველყოფა არ გვაქვს და გვთხოვთ 6-თვიანი კრედიტი გვასესხოთ, რათა ამ კაპიტალში ჩავდოთ. გვასესხეს 30%-იანი მოკლევადიანი სესხი. ამ რისკზე წავედით. ამ ხელშეკრულებებში, პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს. ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა ვუთხრა და ბოდიში, ის არაფერ შუაშია დედამიწის ზურგზე ამ ამბავში.

ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, მერე ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებთან თანხა დავუბრუნეთ. ავთო წერეთელთან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ.

ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას. თქვენ არ ჩათვალეთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა წერილი.

იმაში, რომ შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება რომ ტელევიზია გააჩეროს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here