მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები დილამდე შეწყდა

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები დილამდე შეწყდა

Published on

სიბნელის ჩამოწოლისა და დაბალი ხილვადობის გამო ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები შეწყვეტილია

 გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულები მეთევზეები არიან,როგორც ამბობენ, ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის გამო დაიკარგნენ

შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრემაშველთა 10 კაციანი ჯგუფი და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი . .

მაშველებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. მიუედავად ასეთი მობილიზაციისა დაკარგულებს ვერ აქამდე ვერ მიაგნეს.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...