მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა ვერ გაბედა ნიკა მელიას დაპატიმრება, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმი მოყანყალებულია" -...

“ივანიშვილმა ვერ გაბედა ნიკა მელიას დაპატიმრება, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმი მოყანყალებულია” – ბაჩუკი ქარდავა

Published on

პოლიტიკოსები საქალაქო სასამართლოს მიერ “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე დამდგარ განაჩენს ეხმაურებიან და აფასებენ. ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნიკა მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა.
“ივანიშვილმა ვერ გაბედა ნიკა მელიას ციხეში ჩასმა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოლიგარქი და მისი რეჟიმი მოყანყალებულია. სასამართლომ, რომელსაც ის სრულად აკონტროლებს, მაინც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილს სურს ის მინიმუმი მაინც მიიღოს ამ საქმიდან, რომ ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუჩეროს. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა და ვნახოთ, რას იზამენ ისინი. მათი პატრონი შეეცდება კიდევ ერთხელ ჩაადენინოს ის უღირსობა, რაც ერთხელ უკვე ვიხილეთ, პარლამენტის წევრის უფლებამისილების შეწყვეტისთვის ხმის მიცემა”, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...