,,ეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ხდება ხელისუფლების დაშვებით. ამიტომ ჩვენ პროტესტს ვუგზავნით ივანიშვილს” – დღეს პროპუტინური და ჰომოფობიური ჯგუფები თბილისის კინოფესტივალზე ლგბტ თემატიკის ფილმების ჩვენებას აპროტესტებენ

0
484

“2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით თბილისი ტარდება  საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზეც დაგეგმილია 3 ლგბტ თემატიკის 1 ქართული და ორი უცხოური ფილმის ჩვენება. პარალელურად ჰომოფობიური ჯგუფები ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა” და “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”  კინოთეატრ ,,ამირანთან” საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ პიკეტი აქცია – ყველა სეანსზე მივალთ და ვეცდებით, რომ გავაპროტესტოთ. ეს არის რეალურად მამათმავლური ლობის მიერ ინდოქტრინებული და თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე ეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რომელიც მოდის და ხდება ხელისუფლების დაშვებით. ამიტომ ” ჩვენ პროტესტს ვუგზავნით ივანიშვილს და პირველ რიგში ჩვენს მთავრობას, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა”  – აცხადებს “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი. 

ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის თქმით, ლევან აკინის ფილმის “And Then We Danced” ჩვენების დროს გამართული პროტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, რადგან ფილმი საქართველოს ტრადიციებს არ ეხება (მაგალითად: ცეკვას, ჩოხას და ასე შემდეგ) მონაწილეებს უნდათ, შევიდნენ ფილმის განხილვაზე და ასაუბრონ “ქართველი დედები”, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფილმის სიუჟეტი “ბინძური ცხოვრების წესის” პროპაგანდაა.  ფილმს არ შევხედავთ, მაგრამ პოპკორნს შევჭამთ და ყავას დავლევთ და მერე შევალთ განხილვაზე. ცხადია, რაც არის სიუჟეტი, ამ სიუჟეტში არ არის არავითარი სექსუალური კადრები მაგრამ არის ყველა შემთხვევაში პროპაგანდა და თავისთავად ამის პროტესტი აუცილებელია. -ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

პრესკონფერენციაზე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ კომუნიკაცია სასულიერო პირებთანაც ჰქონდათ. ისინი ფიქრობენ, რომ სასულიერო პირები მათ შეუერთდებიან. ფალავანდიშვილის თქმით, აქციის დროს არც პიროტექნიკის გამოყენებას არ გამორიცხავს,

წინა სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება
შემდეგი სტატიათეთრი სახლი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატები საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიმდინარე მოსმენებს არ დაესწრებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური