მთავარისიახლეებისამართალი,,ბიძინა ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამმზომი უკვე ჩართულია'' - აცხადებს იზოლატორიდან...

,,ბიძინა ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამმზომი უკვე ჩართულია” – აცხადებს იზოლატორიდან დღეს გამოსული ბექა ბასილაია

Published on

18 ივნისს დაკავებულმა ადვოკატმა, ბექა ბასილაია თავისუფალია. მან იზოლატორი გამთენიისას დატოვა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ სამი დაკავებული – დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ წიქარაძე და ირაკლი ნადირაძე. 

“ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამმზომი უკვე ჩართულია. ძალიან მალე მსგავს სიტუაციებში ჩვენ ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როცა მას ექნება თავი სამართლებელი და მას დაუდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, – თქვა მან გათავისუფლების შემდეგ. 

ბექა ბასილაია 18 ივნისის აქციის დაშლს დროს დააკავეს. მას მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ბასილაიამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ “მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შეწყალებას არ სთხოვდა“. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...