მთავარისიახლეებისაზოგადოებაამინდი საქართველოში - ქარ-წვიმა და ზოგან თოვლი

ამინდი საქართველოში – ქარ-წვიმა და ზოგან თოვლი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

3 დეკემბერს გამოიდარებს, მაგრამ 4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მიმდინარე კვირაში სამეგრელოს რეგიონში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა იკლებს ჰაერის ტემპერატურა.ზუგდიდში 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში ნავარაუდევია -1 გრადუსი ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ა რეგიონის მასშტაბით -2,+3-ის ფარგლებში იმერყევებს

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...