მთავარისიახლეებისამართალი20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრადე გადაიდო

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრადე გადაიდო

Published on

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო – ბრალდების მხარემ ახალი დოკუმენტის გასაცნობად “გონივრული ვადა“ ითხოვა. საქმე ეხება ომბუდსმების წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მის უფლებებს ლახავს. ამის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა, პროკურორმა განაცხადა, რომ მასალებს არ გაცნობია და ამისთვის დრო სჭირდება.

მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 24 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადო. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა.

ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება

აც შეეხება ბრალდებას “ქართუს გაკოტრების” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თავად ნიკა მელია განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...