მთავარისიახლეებიკულტურაჭადრაკის ოფიციალური ჰიმნის ავტორი ქართველი კომპოზიტორია - ნიკოლოზ რაჭველის წარმატება ევროპაში

ჭადრაკის ოფიციალური ჰიმნის ავტორი ქართველი კომპოზიტორია – ნიკოლოზ რაჭველის წარმატება ევროპაში

Published on

ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკა რაჭველის წარმატება მონაკოში – მის მიერ დაწერილ მუსიკას, რომელიც 2017 წელს ევროპის საბჭომ ჭადრაკის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა, დღეს ფეხზე წამოუდგნენ მონაკოში შეკრებილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა… – წერს ნიკა რაჭველი თავის პირად ფეისბუქგვერდზე – 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად, დღეს კი ჩემს თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები (მათ შორის იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ქალბატონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები)…

უჰ, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!

დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა (აზმაიფარაშვილი) და თეა (ყიფშიძე) ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ!

დანარჩენს მერე მოვყვები. მონტეკარლოში ჭადაკის ევროპის პირველი დაჯილდოების ცერემონია ახლახანს დასრულდა, მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის დროინდელ კუმირებთან…

მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე) მოასწრო ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება, ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით…”- წერს ნიკოლოზ რაჭველი

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...