მთავარისიახლეებიპოლიტიკაBloomberg - ი: თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერს და მის „ქართულ...

Bloomberg – ი: თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერს და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა

Published on

ივანიშვილმა გამოცემა Bloomberg-თან საუბარში კვალავ დაგვაყვედრა. რომ რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

Bloomberg – ის სტატია ეხება საქართველოში არსებულ ვითარებას შს, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერს  და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5.4 მილარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

გამოცემასთან ინტერვიუს დროს    ბიძინა ივნიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო. „მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ის.

ივანიშვილი საართველოსა და რუშეთს შორის ურთიერთობებსაც შეეხო – ,,ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება, – განაცხადა მან

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...