მთავარისიახლეებიპოლიტიკაგერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია - თეა წულუკიანი

გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია – თეა წულუკიანი

Published on

იუსტიციის მინისტრი, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია – გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

წულუკიანმა ეს მმართველი გუნდის ოპოზიციასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. შეხვედრა, რომელიც დილის 10 საათზე, სასტუმრო ბილტმორში დაიწყო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.

“მთავარი არის საქართველო – სწორედ ამ პრინციპის დაცვით გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების შეთავაზებას დათანხმებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს დამჯდარიყო მაგიდასთან.

საკითხი, რასაც ითხოვს ოპოზიცია, არის თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციური – შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, ქართული ოცნება ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა დ რა თქმა უნდა, მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ, ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება. საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც წერია, არის ძალაში, გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, უცხოელი მეგობრების მხრიდან სხვა წინადადებებიც გაჟღერდა, თუმცა, კონკრეტულად რა წინადადებებზეა საუბარი, წულუკიანს არ დაუკონკრეტებია.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....