მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი - სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია დედამიწის ზურგზე

დავით უსუფაშვილი – სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია დედამიწის ზურგზე

Published on

სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელი დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას. ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. „ლელოს“, „შენების მოძრაობის“ და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ თანამშრომლობის დაწყების თაობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენი ერთად დადგომა საკონსულტაციო საკორდინაციო რეჟიმში განაპირობა იმ საფრთხემ, რომელიც ქვეყანას ემუქრება. ხელისუფლება დაინტერესებულია ვითარების ესკალაციით, ამ ესკალაციის შედეგად არეულობის ფონზე არჩევნების ჩატარებით და ასე ხელისუფლების გაგრძელებით, ეს სრულიად აშკარად ჩანს. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაერთიანებს ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას პროპორციული არჩევნები სჭირდება, თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დროს იმისთვის, რომ იმ ხალხს, იმ ძალებს, მოქმედ ხელისუფლებას, ვისთვისაც ძალაუფლება თვითმიზნად იქცა და მზად არის შესწიროს ყველა და ყველაფერი -ქვეყნის პრესტიჟი, ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ა.შ. ამის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, მომავალი აჩვენებს თუ რა რეჟიმში გააგრძელებენ ისინი თანამშრომლობას წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ უკვე პარლამენტში.

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო ოპოზიციურ ფორმატში ჩვენი საქმიანობის გარდა, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ჩვენ საარჩევნო პროცესს ვუყურებთ კოორდინირებულად, შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში, რასაც მომავალი გვიჩვენებს, მთავარია, კოორდინაცია ეფექტური იყოს. ჩვენს მომხრეებს და ყველა იმ მოქალაქეს მივმართავთ, რომელიც დაიღალა „ქოც-ნაცური“ თუ „ნაც-ქოცური“ დაპირისპირებით, როდესაც სააკაშვილი ივანიშვილისთვის ყველაზე ღირებული სახელი და გვარია მთელ დედამიწის ზურგზე, რადგან ამ საფრთხობელას შექმნით აპირებს ფონს გასვლას, ეს მითი და მისი პიარკონსტრუქცია უნდა დაირღვეს. ჩვენი მიმართვა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც არ არის ვინმეს გაქრობის და აორთქლების მომხრე, იქნება ეს „ნაციონალი“ თუ „ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ საქართველო წარმოუდგენია სხვაგვარიც, არა მაინცდამაინც წარსულის დაბრუნებით, დღევანდელის გაგრძელებით, არამედ განსხვავებულით. ამ მოქალაქეებს მივმართავ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედიც, მათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...