საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში სადაც იგი ღონისძიებას მართავს შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.
პოლიციამ ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი და კორდონი აქციის მონაწილეების მისვლისას გააკეთა, რომლის მიღმა გასვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს არ აძლევდა. აქტივისტების ნაწილმა შენობას შემოურა და კორდონის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.დაახლოებით ერთი საათის წინ რამდენიმე მათგანი, კერძოდ გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს.
მუშაობაში ხელი ეშლებათ ჟურნალისტებსაც. მედია თავდაპირველად ბიბლიოთეკის კიბეებიდან მუშაობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში თეა წულუკიანი უნდა შესულიყო, პოლიციამ მათ იქ დარჩენის საშუალება არ მისცა.