მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს -ს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას დაკავებულია ექვსი პირი

შსს -ს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას დაკავებულია ექვსი პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავებულები თბილისის სხვადასხვა სამმართველოში არიან გადაყვანილი.

დღის ანტიგმირი ეა წულუკიანი კი ისევ ძველ სიმღერას მღერის:

“არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირიდან, UNICEF-იდან, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ის ხალხი კი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამ ფონისთვის, ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ. ”

ცნობისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებდნენ.

სიახლეები

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...