მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა პოლიციელებს ვინც...

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა პოლიციელებს ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად”

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს. მათ ოფისთან ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები გააკეთეს. მოხდა დაპირისპირება, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

“ერთი ჯგუფი ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, “პადძელნიკების”, ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არიან ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ.

თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი.” ამბობს სააკაშვილი.

ის ასევე გამოდის ინიციატივით შეიქმნას იურისტთა ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. სააკაშვილის თქმით მსგავსი ჯგუფი ხვალიდან შეიქმნება:

“მე თვითონ დავუჭერ მხარს ასეთ ორგანიზაციას. ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად.”

სიახლეები

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ "გამოძიებით დადგინდა,...

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...