მთავარისიახლეებიპოლიტიკაგერმანიის კედელი თუ გერმანული საარჩევნო მოდელი? - ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალ შედგება...

გერმანიის კედელი თუ გერმანული საარჩევნო მოდელი? – ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალ შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსიც თანდასწრებით

Published on

“ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც დაეწრება.

მისივე თქმით, შეხვედრის განხილვის მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

“გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში.

კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი. ასაკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი.

ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები” – განაცხადა კობახიძემ

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...